in ,

ყველაფერი კარგად იქნება: ნაკრების ფეხბურთელებმა სანაიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარცევ ციკლში კოსოვოსა და შვედეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, უზბეკეთი 1:0 დაამარცხა.

ვოლკოვის სადებიუტო გოლი: საქართველოს ზედიზედ მესამე გამარჯვება

გურამ კაშია: ბოლო მატჩები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს

ვილი სანიოლი: 4 თვე ერთმანეთს ვერ შევხვდებით და მნიშვნელოვანი იყო პოზიტიურ განწყობაზე დავშორებოდით

მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ეროვნული გუნდის ექს-ფეხბურთელს ამირან სანაიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მოედანზე გამოსვლისას ფეხბურთელებმა სიმბოლურად სანიას 13-ნომრიანი მაისური გამოიტანეს. შეგახსენებთ, სანაია ნაკრებში, სწორედ 13 ნომრიანი მაისურით თამაშობდა. 32 წლის სანიას, რომელიც ბოლოს ფრანგული “როდეზის” ღირსებას იცავდა, სიმსივნე დაუდგინდა და იგი დროებით ფეხბურთს ჩამოშორდა.

ამირან სანაიას კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთში აქვს გატარებული, სადაც: “ლე მანის”, “ბასტიას”, “ლუზენაკის”, “პარიზისა” და “ლე ერბიეს” ღირსებას იცავდა, ხოლო 2017 წლიდან “როდეზის” შემადგენლობაში ირიცხება.

ამირან სანაია საქართველოს ნაკრებში 2007-2009 წლებში თამაშობდა და 6 შეხვედრა ჩაატარა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის 16 წუთი: გოგამ ნიქსთან 5 ქულა, 2 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა

სერბეთის ღირსეული საქციელი: პრემიალური 1 მილიონი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ჩაერიცხება