2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კომუნიკაციების კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ფატმა ალ-ნაიმი საუბრობს ტურნირის დროს გულშემატკივრების განთავსების ორგანიზებაზე.
„ჩვენ ყველასთვის საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. იქნება რამდენიმე ვარიანტი: სასტუმროები, მცურავი სასტუმროები, აპარტამენტები. ასევე შესაძლებელი იქნება ფანების კემპინგში ცხოვრება უდაბნოში – მშვენიერია მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიცნოს არაბული კულტურა.
რაც შეეხება ფასებს. არსებობს მოსაზრება, რომ ყატარი ძვირი ქვეყანაა მხოლოდ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებით. ასე არ არის: თითოეული გულშემატკივარი თავისთვის საუკეთესო ვარიანტს მოძებნის. ჩემპიონატის მოახლოებისთვის ყველა პროგრამის შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით.
ჩვენთვის გულშემატკივრების უსაფრთხოება და კომფორტი – ყველაზე მნიშვნელოვანია“, – თქვა ალ-ნაიმიმ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/1474983214_550684_1474983287_noticia_normal.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings