in

ყაზახეთმა დიდი სენსაცია დადო, რონალდომ ისევ დუბლი

ევროპა შესარჩევ ტურნირს აგრძელებს და ერთი კაი გვარიანი სენსაციაც ვიხილეთ, თანაც საქართველოს მეტოქის შესრულებით. ერთა ლიგაზე ნახევარფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე ყაზახეთი დანიას შეხვდა, 0:2-ს აგებდა კიდეც, მაგრამ 15 წუთში 3 გოლი გაიტანა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

კრიშტიანო რონალდოს კი მეორე სუნთქვა გაეხსნა – ისევ დუბლი შეასრულა, მართალია ისევ სუსტ მეტოქესთან, მაგრამ მაინც კარგია.

ინგლისის ნაკრები კი სერიოზული ძალაა.

ლიხტენშტაინი – ისლანდია 0:7
გოლები: 0:1 ოულავსონი (3), 0:2 ჰარალდსონი (38), 0:3 გუნარსონი (48), 0:4 გუნარსონი (68), 0:5 გუნარსონი (73-პენ), 0:6 გუდიონსენი (85), 0:7 ელერტსონი (87)

ლუქსემბურგი – პორტუგალია 0:6
გოლები: 0:1 რონალდო (9), 0:2 ჟოაო ფელიქსი (15), 0:3 ბერნარდო სილვა (18), 0:4 რონალდო (31), 0:5 ოტავიო (77), 0:6 რაფაელ ლეაო (89)
85-ე წუთზე რაფაელ ლეაომ პენალტი ვერ გამოიყენა

პორტუგალია: რუი პატრისიო, დალოტი, ანტონიო სილვა, რუბენ დიასი, დანილო პერეირა, ნუნუ მენდეში, ბრუნო ფერნანდეში (75. რაფაელ ლეაო), პალინია, ბერნარდო სილვა (64. რუბენ ნევეში), კრიშტიანო რონალდო (64. გონსალო რამოსი), ჟოაო ფელიქსი (75. ოტავიო).

სლოვაკეთი – ბოსნია 2:0
გოლები: 1:0 მაკი (13), 2:0 ჰარასლინი (40)

ყაზახეთი – დანია 3:2
გოლები: 0:1 ჰოილუნდი (21), 0:2 ჰოილუნდი (36), 1:2 ზაინუტდინოვი (73-პენ), 2:2 ტაგიბერგენი (86), 3:2 აიმბეტოვი (89)

მაგომედ ადიევი (ყაზახეთის მწვრთნელი):
„ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, გულშემატკივრებთან ვალი გვქონდა და რეაბილიტაცია გვსურდა. დანიასთან პირველმა ტაიმმა ისე ვერ ჩაიარა, როგორც გვინდოდა. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ.
გუნდს ნერვიულობაც ეტყობოდა და ბიჭებს ვუთხარი, რომ უბრალოდ, გასულიყვნენ და ფეხბურთით ესიამოვნათ. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ და მიხარია, რომ გამოვიდა ის, რისი გაკეთებაც გვსურდა“.

სლოვენია – სან მარინო 2:0
გოლები: 1:0 შეშკო (56), 2:0 დი მაიო (60-საკ. კარში)

ჩრ. ირლანდია – ფინეთი 0:1
გოლი: 0:1 კალმანი (28)

ინგლისი – უკრაინა 2:0
გოლები: 1:0 კეინი (37), 2:0 საკა (40)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, მაგუაირი, სტოუნზი, ჩილუელი, ჰენდერსონი, რაისი, ბელინგემი (86. გალაჰერი), შოუ, ფილიპსი, მედისონი (86. გრილიში), საკა, კეინი (81. ტოუნი).

მალტა – იტალია 0:2
გოლები: 0:1 რეტეგი (15), 0:2 პესინა (27)

იტალია: დონარუმა, დი ლორენცო (46. დარმიანი), სკალვინი, რომანიოლი, ემერსონი, პესინა, კრისტანტე, ტონალი (66. ვერატი), პოლიტანო, რეტეგი (66. სკამაკა), გნონტო (22. გრიფო)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრო კარგი იყო: 22 წუთი და 13 ქულა – დიდი მარცხი ბოსტონთან

ჩამოვიდნენ: ნორვეგიას ჩვენგან 3 ქულა უნდა