in ,

ყაზაიშვილი შესანიშნავ ფორმაშია:ვაკოს დუბლი კორეის ჩემპიონატში

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი სანაკრებო მატჩებს შესანიშნავ ფორმაში და იდეალურ განწყობაზე ხვდება.

სამხრეთ კორეის K ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ვაკოს “ულსან ჰიუნდაი” გასვლაზე “სეულს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. “ულსანის” რიგებში ორივე გატანილი გოლი 28 წლის ქართველის ანგარიშზეა. ყაზაიშვილმა გოლები 6 წუთიან მონაკვეთში-27-ე და 33-ე წუთებზე გაიტანა. “სეულისგან” ერთადერთი გოლი კი, ჩო იუნგ-ვოკმა გაიტანა.

ვაკო ყაზაიშვილს სამხრეთ კორეის მიმდინარე ჩემპიონატში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.

27 ტურის შემდეგ, “ულსან ჰიუნდაის” 51 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კოსოვო საქართველოში ლიდერის გარეშე ჩამოვა

ლევან მაისაშვილი სრულად გამოჯანმრთელდა