in ,

ღირსების მატჩი გულშემატკივრებთან ერთად: დღეს ბათუმში ზღვაც სხვანაირად ღელავს

08:35 საათი. მეტროსადგურ “ვაჟა ფშაველას” მიმდებარე ტერიტორიაზე 100-მდე ქართული ფეხბურთის ერთგული ქომაგი შეიკრიბა და ბათუმისკენ გაემგზავრა. ის ქომაგი, ვისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ამინდს, შედეგებს და ყოველთვის მზად არიან საკუთარი ქვეყნის ნაკრებს გვერდში დაუდგნენ.

ყველამ იცის, რომ სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თანხმდებიან, რომ ეს არის ღირსების მატჩი და ეს თამაში არა მარტო ფეხბურთელებმა, არამედ გულშემატკივრებმა და ქვეყანამ უნდა მოიგოს. თან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეს საქართველოს ნაკრების პირველი მატჩია, რომელსაც გულშემატკივარი დაესწრება. გულშემატკივრებს, რომ დიდი ძალა აქვთ, ამაზე არ შევჩერდებით. ჩრ. მაკედონიასთან ისტორიულ შეხვედრაში სწორედ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი დააკლდა საქართველოს ნაკრებს. ეს თამაში იცით რატომ წავაგეთ? მხოლოდ ფეხბურთელების გამო არა. ქვეყანა არ იყო მზად ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. არანაირად არ იგრძნობოდა ქვეყანაში ის საფეხბურთო ატმოსფერო, რომელიც ასეთი მატჩების წინ უნდა იყოს.

დღეს, ბათუმში კარგი საფეხბურთო ამინდი იქნება სტადიონზე და ყველამ ერთად ღირსეული თამაში უნდა დავუპირისპიროთ მრისხანე შვედეთს. დღეს, ბათუმში ზღვაც სხვანაირად აღელვდება.

ეს არის მატჩი უკეთესი მომავლისთვის. ეს არის ღირსების მატჩი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ უნდა იყო ფიატი, როცა შეგიძლია იყო ფერარი: საინტერესო ფაქტები ზლატანის შესახებ

საქართველოში rugby world georgia გამოვა