შაბათ-კვირას არაერთი ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ითამაშა და ჩვენც მივყვეთ:
გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის “ანორთოსისმა” “კარმიოტისას” სტუმრად 2:0 სძლია. ლორია შეუცვლელი იყო, ავთო კი მეორე ტაიმში შეცვალეს.
საბა კვირველიას “ნეფტჩიმ” სტუმრად “გაბალა” 2:1 დაამარცხა. საბა ძირითადში იყო და მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს.
მორიგ ჯერზე დამარცხდა დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენი”. ამჯერად შიდა ჩემპიონატში “ოდენსეს” წინააღმდეგ 1:2. ხოჭოლავა ძირითადში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.
გურამ გიორგებილიძისა და თორნიკე გაფრინდაშვილის “ზაგლებიე” “ვარტარს” ეწვია და მატჩი 2:2 დასრულდა. ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.
ოთარ კაკაბაძის “კრაკოვია” კი “ვიძევს” ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. კაკაბაძე მატჩში 56-ე წუთზე ჩაერთო.
“პოგონისა” და “ლეხის” მატჩი 2:2 დასრულდა. კვეკვესკირი მეორე ტაიმში ჩაერთო, წიტაიშვილი კი თადარიგში დარჩა.
ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაი” კი შინ “პოჰანგთან” 1:2 დამარცხდა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. მარცხის მიუხედავად 31 ტურის თავზე “ულსანი” 7 ქულით უსწრებს მე-2 ადგილოსან “ჯეონბუკს”, სადაც ოქრიაშვილი უნდა გადასულიყო. ვაკოს ანგარიშზე 7 გოლია.
ძალიან ცუდად დაიწყო ახალი სეზონი საბა ლობჟანიძის “ჰატაისპორისთვის”. ამ ტურში “ქონიასპორთან” 0:1 მარცხი და 5 ტურის თავზე 1 მოპოვებული ქულა, შესაბამისად, პოზიცია წითელ ზონაში. საბა 84-ე წუთზე შეცვალეს.
ბუბა დაუშვილისა და გიორგი ქვილითაიას “აპოელმა” კი გათამაშების ლიდერ “არისს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ბუბა თადარიგში დარჩა ქვილითაია კი 57-ე წუთზე ჩაერთო. “აპოელი” მე-7 ადგილზეა.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა”, რომელმაც “ჟორის” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ქართველი 70-ე წუთიდან ჩაერთო.
GIPHY App Key not set. Please check settings