დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰაალანდმა კერძებთან დაკავშირებით საკუთარ არჩევანზე ისაუბრა.
„ძალიან მიყვარს ქაბაბი, თუმცა წელიწადში ერთი-ორჯერ თუ ვჭამ, როდესაც მშობლურ ქალაქში ვარ ხოლმე. ეს ჩემი საკყვარელი კერძია“.
21 წლის ნორვეგიელმა სასმელებზეც თქვა ორი სიტყვა.
„რაც შეეხება საყვარელ სასმელს, ეს გახლავთ პინა კოლადა“.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
პინა კოლადა ტკბილი კოქტეილია, რომელიც მზადდება რომისგან, ქოქოსის რძისა და ანანასის წვენისაგან. კოქტეილის ჭიქის მოსართავად ძირითადად იყენებენ ანანასს, ამიტომაც მას „დაწურულ ანანასაც“ ეძახიან. პინა კოლადას სამშობლო პუერტო-რიკოა.
წელს „ბორუსიას“ რიგებში ჰაალანდმა 23 გოლი გაიტანა 20 მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings