in

ფოტო: „ოქროს ბურთის“ წითელი ხალიჩა – ნატალი პორტმანით და გიორგი მამარდაშვილით

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 100

„ოქროს ბურთის“ ცერემონია ყოველთვის მშვენიერია.
მით უმეტეს, ამ ულამაზეს პარიზის „შატლეს“ თეატრში.

მთავარი გმირი როდრია… ყავარჯნებით.

უხდება?

„ოქროს ბურთის“ მფლობელი თავის შეყვარებულთან, ლორა იგლესიასთან ერთად.

ბანდა ესპანეთის ნაკრებიდან: პაუ კუბარსი ასევე ტოპებშია ახალგაზრდებს შორის, იამალი მთავარი ახალგაზრდა ტალანტია მსოფლიოში და დანი ოლმო ასევე საუკეთესოთა შორის.

დიდიე დროგბა უკვე ტრადიციული წამყვანია და მასთან ერთად არის ფრანგ-ბრიტანელი ჟურნალისტი სანდი ერიბერი, ისიც მრავალი წელია სცენაზეა.

გიორგი მამარდაშვილი თმახუჭუჭა მეუღლე ელენე ეპიტაშვილთან ერთად. ჩვენებმა მუქი ფერები არჩიეს.

მატს ჰუმელსი და მისი მოდელი მეგობარი ქალი ნიკოლა კავანისი კონტრასტულად მივიდნენ.

საუკეთესო მეკარე ემი მარტინესი და მისი მეუღლე ამანდა. შიშველი მხრები სეზონის ტრენდია?

ლუის დე ლა ფუენტე – „ოქროს ბურთი“ ამ კაცის ნაკრების ფეხბურთელმა მოიგო, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც მისი ნაკრების ბიჭია.

ადემოლა ლუკმანი – დღის ერთ-ერთ საუკეთესო პიჯაკში. აი ასეთი ქამრით.

ეს კი მშვენიერი ნატალი პორტმანია. მან „ოქროს ბურთს“ ფეხბურთის „ოსკარი“ უწოდა – ასე მარტივად და ასე ზუსტად.

გადავიდეთ „შატლეს“ დარბაზში.

ჯენი ერმოსო სპეციალური პრიზით. აქ ის იღიმება, მაგრამ შემდეგ ინტერვიუში ცრემლები წამოუვიდა, როცა ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ალექსია პუტელიასმა „ოქროს ბურთი“ 2021 და 2022 წლებში მოიგო. ის კვლავ ათეულშია, ჟოან ლაპორტასთან ერთად ავიდა სცენაზე, რათა მიიღო ჯილდო მთელი „ბარსელონასთვის“ – სეზონის საუკეთესო ქალთა გუნდი მსოფლიოში.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი ზედიზედ მეორე წელია, აიტანა ბონმატი გახდა „ბარსელონადან“. მისი დახვეწილი თეთრი კაბა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ წაიღო „ოქროს ბურთი“: ქალებში ისევ ბონმატი, აქეთ იამალი, კეინი, მბაპე, ანჩელოტი…

ხვიჩამ იფეთქა: დიდებული გოლი, მოგება მილანთან და მატჩის MVP