in

HERE WE GO… – ბრაზილიელ და ინგლისელ ქალბატონებს 90 000 ქომაგი გაამხნევებს! ფინალისიმა პირთამდე შევსებული “უემბლის” ფონზე გაიმართება!

იცით, ინგლისში რამდენი საფეხბურთო დივიზიონია? – რთული სათქმელია, მაგრამ საფეხბურთო პირამიდის ფსკერზე მყოფი გუნდებისთვისაც კი “უემბლის” მაგიური კარი ღიაა, ოღონდ “FA CUP”-ის მეშვეობით.

რატომ შემოვუარეთ შორიდან? – პირველ რიგში, იმ ადგილის მნიშვნელობის გასააზრებლად, რომელიც სადებიუტო ქალთა ფინალისიმას უმასპინძლებს. “უემბლი”-ს ხშირად საფეხბურთო ლასკალას უწოდებენ.

კარგი, საფეხბურთო ნაწილი რომ გადავდოთ: ბიონსე, ელტონ ჯონი, ჯგუფი “მიუზი”, პოლ მაკარტნი და სხვა უამრავი გენიალური მუსიკოსი თუ ჯგუფი ელის როდის იხმობენ და 200 000 ადამიანის წინაშე საყვარელ ჰანგებს ააგუგუნებინებენ.

ეს ფოტო კი ფრედი მერკურის კონცერტიდან არის, რომელიც ძველ “უემბლიზე” გაიმართა, რომელიც 2003 წლამდე ფუნქციონირებდა.

კარგი, დავბრუნდეთ მონუმენტური მნიშვნელობის ძეგლთან და დავაანონსოთ, რომ 2023 წლის 6 აპრილს, სადებიუტო ქალთა ფინალისიმა შედგება.

რა არის ფინალისიმა? – უახლესი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ევროპისა და კოპა ამერიკის ჩემპიონები ხვდებიან. მამაკაცთა დონეზე არგენტინამ იტალია 3:0 გაანადგურა და მუნდიალის თასამდე ლეო მესიმ, სწორედ ფინალისიმას თასი ააფრიალა.

ახლა ქალების დროა, ჰოდა, ინგლისი, რომელმაც ევროპის კონტინენტი დაიპყრო, კოპა ამერიკა ფემინინას ტრიუმფატორ ბრაზილიას უცდის. შესაძლოა, საყოველთაო ინტერესის მიზეზი ინგლისელთა იქ ყოფნაა, რადგან “უემბლი” – ლონდონური ყოველდღიურობის არქაული პასაჟია.

ინგლისელებს ტიტული ენატრებათ და ყოველი დიდი ტურნირის წინ გვართობენ: “IT’S COMING HOME” ჩენთით. რატომ სახლში? – ფეხბურთი ხომ ინგლისში მოიგონეს და 1966 წლის შემდეგ მის დაბრუნებას ელიან. ჰოდა, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით, მთავარი ისაა, რომ მატჩამდე 6 თვით ადრე აბსოლუტურად ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია!

დიდებული ანტურაჟი და ბევრი ლუდი ბრიტანელ ქალბატონებს გარანტირებული ექნებათ…

ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია, რომ ფიფას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია კი ვიცით. მაგალითად, მუნდიალზე პირველად მოხდა, რომ მსაჯთა ბრიგადა ქალებისგან დაკომპლექტდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის “დინამომ” სერბი მცველი დაიმატა

“ჩელსის” მორიგი მარცხი და ჟოაუ ფელიქსის სადებიუტო მატჩში მიღებული წითელი ბარათი