in ,

ფეხბურთის განვითარების ფონდი, ევროპის ჩემპიონატი, მასობრივი სპორტი: კობიაშვილმა და მინისტრმა ილაპარაკეს

სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო.

პირველი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან გაიმართა. ლევან კობიაშვილი მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე ფეხბურთში ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

ფული მარტო ფედერაციებში არ უნდა მიდიოდეს: თეა წულუკიანი მასობრივი სპორტის მომხრეა

თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობას და, სამინისტროს არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, პრიორიტეტად 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდები დაასახელა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფეხბურთი საქართველოს მოსახლეობისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია, რაც მასში ახალგაზრდების, მათ შორის, გოგონების, უფრო მარტივად და უფრო დიდი მასშტაბით ჩართვისათვის ნოყიერ ნიადაგს ჰქმნის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფეხბურთის განვითარების ფონდის საკითხს, ასევე 2023 წელს გასამართ 21 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, რომელიც 4 ჯგუფში გადანაწილდება. საქართველოში ორი ჯგუფის ახალგაზრდული ნაკრებები ჩამოვლენ. მატჩები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ფოთში. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს, რომელმაც უეფას უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

მინისტრთან შეთანხმებით გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელშიც სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების გარდა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები შევლენ და ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადაჭრაზე იმუშავებენ.

This image has an empty alt attribute; its file name is 170122826_118714483639491_8857643039583200956_n-1024x644.jpg


შეხვედრის ბოლოს, თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის მსგავსად, სხვა ფედერაციებიც შეძლებენ სამინისტროს დახმარება შესთავაზონ მასობრივი სპორტის განვითარების საქმეში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი წყვილებში დამარცხდა, ჯერი ერთეულთა თანრიგზეა

ვიდეო: დორტმუნდს გოლი მოპარეს: სიტიმ ისე მოიგო, რომ სალაპარაკო გაიხადა