in ,

ფედერაციამ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოავლინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის ოფიციალურ გვერდზე ონლაინ რეჟიმში წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა და გასული წლის ეროვნული ლიგის საუკეთესოებს ასახელებს.

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, Crystalbet ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარე ლაზარე კუპატაძე გახდა. ლაზარეს გარდა, აღნიშნულ ნომინაციაში ლუკა გუგეშაშვილი და ოთო გოშაძე იყვნენ წარდგენილი.

საუკეთესო მცველად ბათუმის “დინამოს” მარცხენა განაპირა მცველი ირაკლი აზაროვი დასახელდა. აღნიშნულ ნომინაციაში აზაროვთან ერთად: მამუკა კობახიძე და ოლექსანდ აზაცკი იყვნენ ნომინირებული.

ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი ასევე ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილი გახდა. ალთუნაშვილის გარდა, ნომინაციაში – ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ) და ირაკლი ბიძინაშვილი (დილა) იყვნენ.

გასული სეზონის ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელად თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი ფორვარდი, ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ზორან მარუშიჩი დასახელდა.

ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი კი, ბათუმის “დინამოს” თავკაცი გია გეგუჩაძე გახდა.

ეროვნული ლიგა: წლის სიმბოლური – 8 ფეხბურთელი ჩემპიონიდან

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა წელი 22-ე ადგილზე დაასრულა: 18-საფეხურიანი პროგრესი წლის განმავლობაში

ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივი დატოვა