in ,

ფაქტები: ბერძნებთან მატჩი კანკავასთვის ისტორიული იქნება – ცუდი სერია უნდა დავასრულოთ

საქართველოს ნაკრები ხვალ, 9 ოტომბერს, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების საინტერესო ფაქტებს ხვალინდელი მატჩის წინ.

9 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები თავის 258-ე მატჩს გამართავს ისტორიაში: 76 გამარჯვება, 55 ფრე, 126 მარცხი. ბურთები – 290-368.

მსოფლიოს ჩემპიონატის ეგიდით ნაკრები 62-ე მატჩს თამაშობს: 9 გამარჯვება, 17 ფრე, 35 მარცხი. ბურთები – 53:98.

საქართველოს ნაკრებს მუნდიალზე 22 მატჩია, რაც არ მოუგია (9 წელი და 1 თვე). ბოლო 37 მატჩიდან ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოიგო მხოლოდ 1.

ჯაბა კანკავა ნაკრებში მე-100 მატჩს თამაშობს. ის მე-2 ქართველი გახდება, ვინც 100 კეპს დააგროვებს – ლევან კობიაშვილის შემდეგ.

თუ საბერძნეთთან გიორგი ლორია ითამაშებს, ის ნაკრებში მატჩების რაოდენობით გიორგი ნემსაძეს დაეწევა (69) და მე-6 ადგილზე გადავა. ნაკრების მოქმედი ფეხბურთელებიდან 50+ მატჩი ჩაატარეს: კანკავა (99), კაშია (89), ლორია (68), ყაზაიშვილი (55).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2024-ის შესარჩევის წილისყრის ჩატარების თარიღი ცნობილია

თანამშრომლობა როტერდამის სპარტასთან: რაჭაში ფეხბურთის აღორძინება იწყება