ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალების მეორე სათამაშო დღე გაიმართა და ფავორიტებიც გამოიკვეთნენ. უფრო ძლიერმა გუნდებმა მოიგეს და დიდი სენსაცია უნდა მოხდეს, რომ „ინტერი“, „ბაიერნი“ და თუნდაც „ბარსელონა“ ვერ გავიდნენ.
ბენფიკა – ბარსელონა 0:1
გოლი: რაფინია (61)
გაძევება: კუბარსი (22, ბარსელონა)
2024 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რაფინიამ ჩემპიონთა ლიგაში უფრო მეტ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა – 17 (12+5) გოლი 13 მატჩში.


ფეიენოორდი – ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ტიურამი (38), 0:2 მარტინესი (50)
გამოუყენებელი პენალტი: ზილენსკი (65, ინტერი)
ლაუტარო მარტინესმა დაამყარა პირადი რეკორდი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით – 6. გარდა ამისა, ის ახლა “ინტერის” საუკეთესო ბომბარდირია (18 გოლი) მთავარი ევროტურნირის ისტორიაში. მან მოხსნა სანდრო მაცოლას რეკორდი (17 გოლი).

ბაიერნი – ბაიერი 3:0
გოლები: 1:0 კეინი (9), 2:0 მუსიალა (54), 3:0 კეინი (75, პენ)
გაძევება: მუკიელე (62, ბაიერი)
ჰარი კეინი (“ბაიერნი”) უშუალოდ მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგის 47 გოლში (37 გოლი, 10 ასისტი), რითაც გაიმეორა უეინ რუნის მაჩვენებელი. ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ დევიდ ბექჰემს აქვს მეტი გოლი და ასისტი – 52.
ჰარი კეინმა უკვე მეშვიდედ გაიტანა სეზონში 30 (და მეტი) გოლი საკლუბო კარიერის განმავლობაში. 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის აქვს 30 და მეტგოლიანი სეზონი (9) ევროპის Top5 ლიგაში.

პსჟ – ლივერპული 0:1
გოლი: ელიოტი (87)
ალისონ ბეკერმა 9 “სეივი” შეასრულა პსჟ-სთან მატჩში, რაც ზოგადად “ლივერპულის” მეკარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩემპიონთა ლიგის მატჩებში 2003/04 წლებიდან მოყოლებული. ასევე, ეს არის ალისონის პირადი რეკორდი “ლივერპულის” მაისურით.
პსჟ-მა შეწყვიტა 22-მატჩიანი წაუგებელი სერია ყველა ტურნირზე (18 მოგება, 4 ფრე). პარიზულმა კლუბმა ბოლო 10 მარცხიდან 9 – ჩემპიონთა ლიგაში იწვნია.
“ლივერპულმა” მხოლოდ ერთი დარტყმა განახორციელა პირველ ტაიმში პსჟ-სთან, რაც მისი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2024/25 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით.



განმეორებითი მატჩები 12 მარტს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings