in ,

უფასოდ აქ ვერაფერს მიიღებ – V ტური

ჩავხედოთ ცხრილს: დორტმუნდი მე-2 ადგილზეა. სწორია, ასეც უნდა იყოს. მესამე ვინ არის? „ბაიერნი“. „ბაიერნი“? აბა პირველი? ვინ და „ფრაიბურგი“. რანაირად?
მოკრძალებულმა გუნდმა მეორე ტაიმში მოუტრიალა თამაში ლევერკუზენში იქაურ „ბაიერნს“ და ლიდერობაც ჩაიგდო ხელში.

არადა, პირველზე 100%-იანი შედეგით „ბორუსია“ უნდა ყოფილიყო, „ვერდერთან“ ის დაუჯერებელი წაგება რომ არა. დორტმუნდელები მშვენივრად მიდიან.

მთავარი მატჩი კი ბერლინში შედგა, სადაც კიდევ ერთმა გამოხტომა „უნიონმა“ თვით „ბაიერნი“ მიიღო და არ წააგო – ფრე შვენიერი შედეგია ამ გუნდისთვის. გუნდებმა გოლები საწყის 15 წუთში გაცვალეს და მერე მეტი აღარ გაუტანიათ. ბავარიელებმა კი ზედიზედ მეორედ ითამაშეს ფრედ.

ვერაფრით ვერ მოუგიათ „ვოლფსბურგს“ და „შალკეს“, ისევ წააგო „ლაიპციგმა“, თანაც განადგურდა. გლადბახის “ბორუსიას” ტურის ბოლო მატჩში რომ მოეგო შინ, “ბაიერნს” და “უნიონს” გაუთანაბრდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში კაცი გაუგდეს, გოლი გაუშვა, “მაინცთან” წააგო და მეტოქეს მისცა გასწრების საშუალება.

ნაგელსმანი: „ჯერჯერობით ყველაფერი საკმარისად კარგადაა“.

მიულერი: „ისინი შემთხვევით არ არიან ცხრილში ზემოთ, უფასოდ აქ ვერაფერს მიიღებ“.

„უნიონის“ მწვრთნელი: „ბაიერნი“ უკეთესი იყო, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ბრწყინვალე ვიყავით“.

ბუნდესლიგა – V ტური

დორტმუნდი – ჰოფენჰაიმი 1:0
ლევერკუზენი – ფრაიბურგი 2:3
ბოხუმი – ვერდერი 0:2
შტუტგარტი – შალკე 1:1
უნიონი – ბაიერნი 1:1
ვოლფსბურგი – კიოლნი 2:4
აინტრახტი – ლაიპციგი 4:0
აუგსბურგი – ჰერტა 0:2
გლადბახი – მაინცი 0:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დუდა სანაძე: მეგობარი ქვეყნები ვართ და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო

მამარდაშვილმა სრულად ითამაშა, ვალენსიამ მარტივად მოიგო