in ,

უკვე მომდევნო ტურში… – XXX ტური

მიუნხენის „ბაიერნმა“ 12 მარტს ჰოფენჰაიმში ნათამაშები ფრის შემდეგ, 4 მატჩი მოიგო ზედიზედ, რა დროსაც დორტმუნდის „ბორუსიამ“ ქულები დაკარგა და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ის მივიღეთ, რომ „ბაიერნი“ 9 ქულით უსწრებს მდევარს და ერთი მოგებაღა აშორებს მორიგ ჩემპიონობას (შეიძლება სულაც არ დასჭირდეს ეს მოგებაც). უბრალოდ, საქმე ისაა, რომ მომდევნო ტურში (23 აპრილს) მიუნხენში ერთმანეთს სწორედ „ბაიერნი“ და „ბორუსია“ ხვდებიან და ბავარიელებს იქვე შეეძლებათ პირველობის განაღდება, რაც მათთვის ორმაგად გასახარი იქნება, უშუალო კონკურენტად თამაშის დროს გაჩემპიონობა. მოკლედ, უკვე მომდევნო ტურში შესაძლოა მივიღოთ ახალი ძველი ჩემპიონი, რაც ალბათ ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ვიცოდით.

ისე კ, დორტმუნდელების მიერ „ვოლსფბურგის“ განადგურება მართლაც აღსანიშნავია, თანაც გუნდს მთავარი ძალა ჰაალანდი დაუბრუნდა და ნორვეგიელმაც უმალ დუბლი გაახერხა.

უფრო მნიშვნელოვანი თამაში იყო ლევერკუზენში, სადაც “ბაიერმა” ბოლო პერიოდში ძალიან კარგ იშტაზე მყოფი “ლაიპციგი” მიიღო და არა მარტო თამაში დაუთმო, არამედ მესამე ადგილიც. თავის მხრივ ფარმაცევტები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან “ფრაიბურგმაც” მოიგო და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

ევროზონისთვისაც ცხარე ბრძოლებია, ევროპაზე გასვლის მსურველებს შორის სხვაობა მხოლოდ თითო ქულას შეადგენს.

დაძაბულობაა ქვემოთაც. „ჰერტამ“, რომელიც ბოლო ორი წაგების გამო გასავარდნ ზონაში იყო, ახლა მოიგო და 1 ქულის დისტანციაზე თავი დააღწია, თუმცა ბუნებრივია მთავარი ბრძოლები წინაა. განსაკუთრებით ფინალივით მატჩია მომდევნო ტურში, ბერლინელები შინ მიიღებენ „შტუტგარტს“, სწორედ მერსედესელებს უსწრებენ 1 ქულით და ალბათ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეერკინებიან ერთმანეთს.

“ბაიერნმა” ზედიზედ მეოთხედ მოიგო და 8 ტურია დაუმარცხებელია.

“ლაიპციგმა” ბუნდესლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა.

“ლაიპციგი” 9 მატჩია არ აგებს, ოფიციალურ შევხდრებში კი სერია 14 მატჩამდე ავიდა.

“ლაიპციგმა” სტუმრად ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო.

დორტმუნდის “ბორუსიამ” ამ სეზონში მეორედ გაიტანა ერთ მატჩში 6 გოლი (აქამდე გლადბახელ სეხნიასთან).

ჰაალანდმა შეწყვიტა 5-მატჩიანი უგოლო სერია ბუნდესლიგაში. მან დუბლი შეასრულა. ნორვეგიელს ჩემპიონატში 18 გოლი აქვს 20 მატჩში.
ისე კი ბუნდესლიგის 63 მატჩში 58 გოლი აქვს გატანილი, რც რეკორდია.

ბუნდესლიგა – XXX ტური

აუგსბურგი – ჰერტა 0:1
დორტმუნდი – ვოლფსბურგი 6:1
ფრაიბურგი – ბოხუმი 3:0
მაინცი – შტუტგარტი 0:0
გლადბახი – კიოლნი 1:3
არმინია – ბაიერნი 0:3
ჰოფენჰაიმი – ფიურტი 0:0
უნიონი – აინტრახტი 2:0
ლევერკუზენი – ლაიპციგი 0:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინი დაფრინავს: მორიგი ბრწყინვალე მატჩი და კიდევ ერთი MVP

As.com: პენალტის აღებასთან ძალიან ახლოს იყო