უეფა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შემოღების შემდეგ შემოსავლების სერიოზულ ზრდას ელოდება.
ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ სატელევიზიო და კომერციული უფლებებისგან შემოსავლები 40%-ით გაიზრდება – წლიურად 5 მილიარდ ევროზე მეტად.
დამატებითი ფულადი შემოსავლები ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბების შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ახალ ფორმატს 2024 წლიდან ჩაუშვებენ. ჯგუფური ეტაპი შვეიცარული სისტემით გაიმართება, მონაწილეთა რაოდენობა კი 32-დან 36 გუნდამდე გაიზრდება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings