in

უბრალოდ გენიალური ჯოკოვიჩი: ნოლეს 37-ე მასტერსი

დიდებული, კოსმიური ჩოგბურთი ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩის შესრულებით და მორიგი ახალი ფურცელი მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში.

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის ATP მასტერსის გამარჯვებულია. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი რუსი დანილ მედვედევი 4:6; 6:3; 6:3 დაამარცხა და კარიერაში 37-ე მასტერსი მოიგო. ამ მაჩვენებლით ნოლემ რაფაელ ნადალს გადაასწრო, რომელსაც 36 მასტერსი აქვს მოგებული.

გეტყვით იმასაც, რომ გამარჯვებით ჯოკოვიჩმა წელი რეიტინგის პირველ ნომრად დაასრულა და იგი ამ მაჩვენებლითაც რეკორდსმენია. სერბმა მეშვიდედ დაასრულ წელი პირველ ნომრად.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე დასამახსოვრებელი კოცნა ფეხბურთში

თემურ ბერუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა