გუშინ, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ბოლო მატჩში “ტოტენჰემმა” “ფულემს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში 36-ე წუთზე ჰონგ მინ სონმა ანგარიში გახსნა, 54-ე წუთზე კი იმავე სონის გადაცემით ჯეიმს მედისონმა ისარგებლა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, 9 ტური შემდეგ “ტოტენჰემი” 23 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მეორე და მესამე ადგილოსან “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალს” კი 2-2 ქულით უსწრებს. მეოთხეზე ლივერპულია 20 ქულით, ხოლო მეხუთეზე ასტონ ვილა 19 ქულით.
ტოტენჰემი მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს, “კრისტალ პალასთან” გამართავს, რომელიც მე 11 ე ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings