in

ტოპ ჩემპიონატები მუნდიალის წინ – ნაპოლი, არსენალი, ბარსელონა, პსჟ და ბაიერნი!

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატი მუნდიალს გამოკვეთილი ლიდერებით ეგებება. დიახ, გუშინ მუნდიალამდე დასკვნითი აკორდი შესრულდა და ყველა ჩემპიონატს ჰყავს გამორჩეული გუნდი.

ინგლისის პრემიერ ლიგაში მიკელ არტეტას “არსენალი” 5 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. “სიტის” მარცხმა “ბრენტფორდთან” მეთოფეები კიდევ უფრო კომფორტულ სიტუაციაში ჩააგდო. ლონდონელებმა სტუმრად “ვულვზი” დაამარცხეს და 37 ქულით ამაყობენ.

პლ-ის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა კი ედი ჰაუს “ნიუკასლია”, რომელსაც 30 ქულა აქვს და მე-3 საფეხურზეა. ჯორდები მე-3 ადგილზე არიან და ოთხეულის კარზე აკაკუნებენ.

ნელ-ნელა ფორმა აკრიფა “ლივერპულმა” და ახლა ოთხეულთან სხვაობა, მხოლოდ 4 ქულაა.

ესპანეთში თითქმის დავუბრუნდით “ბარსა” “რეალის” მეფობას. ბლაუგრანას 37 ქულა აქვს და მადრიდელებს 2 ქულით უსწრებენ. აქ დიდი კონტრასტია, რადგან მესამე ადგილოსან “სოსიედადს” 26 ქულა აქვს.

გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიას” კი 19 ქულა აქვს და მე-10 საფეხურზეა.

იტალიაში ყველაფერი ქართულადაა.”ნაპოლი” ჯერაც დაუმარცხებელია. სპალეტის გუნდს 13 მოგება და 2 ფრე აქვს, 41 ქულით პირველი გუნდია და მეორე ადგილოსან “მილანთან” 8 ქულიანი უპირატესობა აქვს. კვარას მონაგარი 6 გოლი და 5 ასისტია.

ბუნდესლიგური რკინის ტახტი კი “ბაიერნმა” დაიბრუნა. არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ, რომელიც ზედიზედ 4 მოუგებელ მატჩში ითარგმნა, რეკორდმაისტერმა ყველაფერი მოიგო და უკვე 4 ქულიანი უპირატესობა აქვს მეორე ადგილოსან “ფრაიბურგთან”.

ლიგა 1-შიც ყველაფერი ტრადიციულადაა, პარიზელები 41 ქულით პირველ საფეხურზე არიან და მეორე ადგილოსან “ლანსთან” უპირატესობა 5 ქულაა. ნეაპოლელთა მსგავსად, “პსჟ”-ც წაუგებელი გუნდია – 13 მოგება და 2 ფრე.

მოკლედ, ტოპ 5 ჩემპიონატებში დიდი ბრძოლაა და ახლა სანაკრებო ამბებზე გადავიდეთ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ნაკრები იტალიელთა დასამარცხებლად დაირაზმა

ჰარი კეინი: ინგლისელებმა უნდა დავიჯეროთ, რომ მუნდიალის მოგება შეგვიძლია