in ,

სტანისლავ ბილენკი: ქართველებს ყველაზე კარგად ესმით უკრაინელების

უკრაინულმა სპორტულმა ვებგვერდმა Эпоха Футбола-მ თბილისის “დინამოს” უკრაინელ ფეხბურთელ სტანისლავ ბილენკისთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც უკრაინელი თავდამსხმელი საქართველოში გატარებულ პერიოდსა და ქართველი ხალხის მხრიდან უკრაინისადმი თანადგომაზე საუბრობს.

“საქართველოში ყველა მხარს უჭერს და ძალიან აღელვებს უკრაინის ბედი. ქართველებმა 2008 წელს მსგავსი სცენარი საკუთარ თავზე გამოცადეს და მათ ყველაზე კარგად ესმით უკრაინის. ქართველებისგან მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები მესმის, რომ ეს ყველაფერი მალე, ჩვენ სასიკეთოდ დასრულდეს”, – თქვა სტანისლავ ბილენკიმ.

Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში სტანილავ ბილენკიმ 12 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2027 წელს ავსტრალიაში, 2031 წელს აშშ-ში: მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები გაირკვა

აიტაცე: 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო