in ,

სრული ანშლაგი ბათუმში… დინამოების მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია!

რაო, საქართველოში სტადიონებზე ხალხი არ დადისო? – კი ბატონო, ეს არასასიამოვნო ტენდენცია დღემდე შეიმჩნევა, ოღონდ უფრო მეტად დედაქალაქში. ულამაზეს „დინამო არენაზე“ ცარიელი ტრიბუნების მზერა თვალსასიერო არ არის, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია ლაგდება. გაიხსენეთ „დინამოების“ ჯახი, რომელსაც 20 000 ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.
ჰოდა, დღეს ისევ „დინამოების“ შერკინებაა, ოღონდ უფრო პატარა, „აჭარაბეთ არენაზე“, რომელიც 25 000 გულშემატკივარს იტევს და სასიამოვნო სიახლე უნდა გაუწყოთ: მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია!

სატურნირო ინტრიგა გასაგებია, მოქმედი ჩემპიონი ვერცხლის მედალოსანს ხვდება და მიმდინარე სეზონშიც ასეთი სურათია: ბათუმელები პირველზე არიან თბილისელები მეორეზე. თუმცა, დღეს ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო მატჩი იქნება ბათუმის „დინამოს“ რიგებში და დიეგო მარადონას გუნდში, სრული ანშლაგის ფონზე გააცილებენ!

ბათუმელ გულშემატკივარს დამატებითი მოტივაცია ნამდვილად არ სჭირდება სტადიონზე მისასვლელად, მაგრამ დღეს, თითქოს განსაკუთრებული დღეა. „დინამოური“ დერბი, ბოლო წლების ორი რჩეული გუნდი და პლუს კვარაცხელიას ფაქტორი. მატჩი თბილისის დროით 21:00 ზე დაიწყება და გადაჭედილი ქართული სტადიონის ხილვა სეტანტასპორტზე შეგეძლებათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

21-ე საუკუნის ყველაზე გამტანი ფეხბურთელები: რონალდო პირველია, მესი მეორე

ნეტფლიქსის 8 რჩეული ფილმი და სერიალი, რათა ზაფხულის უფეხბურთო ყოფაში თავი შევიქციოთ