26 წლის ილია სპანდერაშვილი მომავალი სეზონიდან კარიერას საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) კლუბ “ვალენს რომანსში” გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოს ნაკრების მესამე ხაზელი “ვალენს რომანსის” ღირსებას მომავალი 2 სეზონი დაიცავს.
ილია სპანდერაშვილისთვის “ვალენსი” პირველი ფრანგული კლუბი იქნება. მანამდე, იგი “არმიას”; “არმაზის”; პენზას “ლოკომოტივის” და “შავი ლომის” ღირსებას იცავდა.
ილია სპანდერაშვილს “ბორჯღალოსნების” კვართით 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 ლელოა.
შეგახსენებთ, სპანდერაშვილი წელს “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ტურნირის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings