in ,

სიტის საერთო ევროპულ რეკორდამდე 2 მატჩი რჩება

„სიტიმ“ ზედიზედ 21-ე გამარჯვება მოიპოვა (ყველა ტურნირზე). გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის გადადებულ მატჩში „ვულვერჰემპტონი“ 4:1 დაამარცხა.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ქალაქელები“ 15-ქულიანი სხვაობით ლიდერობენ.

„სიტის“ მოგებების მხრივ ხანგრძლივობით მესამე სერია აქვს ტოპ 5 ლიგაში. რეკორდამდე ძალიან ცოტა – სულ რაღაც 2 თამაში რჩება.

კარლო ანჩელოტის „რეალს“ 2014 წელს 22 მოგება ჰქონდა, ხოლო ფლიკის „ბაიერნს“ – 23 გამარჯვება 2020 წელს. სწორედ ეს გახლავთ საუკეთესო ევროპული ლიგების რეკორდი.

აი მომდევნო შეხვედრაში კი „სიტის“ ნამდვილი გამოცდა ელის: 7 მარტს „მანჩესტერთან“ დერბია ჩანიშნული.

„ვულვზთან“ მიგებულ თამაშზე აზრი პეპ გვარდიოლამაც გამოთქვა.

„ცოტა ავღელდით, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ რეაგირება მოვახერხეთ და გავიტანეთ. ყველაფერი დამსახურებულად მოხდა, ჩვენ კარგად ვთამაშობდით.

წელს კალენდარი ძალიან მჭიდროა, არცერთი სრულფასოვანი კვირა არ გვქონია, ძალიან ბევრი მატჩია.

რეკორდი? რეკორდებზე მერე ვილაპარაკოთ. ზამთარში ინგლისში ნამდვილი ჯოჯოხეთია, ასე რომ, მართლაც კარგი მაჩვენებელია. ვამაყობ. მაგრამ ჩემპიონი ჯერ ისევ „ლივერპულია“. პრემიერლიგის მოსაგებად ქულები კიდევ გვჭირდება“, – თქვა გვარდიოლამ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრიშტიანოს ეპოქალური რეკორდი: 20 გოლი 12 სეზონში

შენგელია ძველ ფორმას უბრუნდება: ცსკა-მ მაკაბი დაამარცხა