in

სერ ალექსი, პაპა კარლო და პეპი – ყველაზე მეტი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

სათაურში სამი ისეთი მწვრთნელი ვახსენეთ, უბრალოდ გემოვნების ამბავია ვის რომელი ურჩევნია. სერ ალექსი, ერთ წუთში დატრიალებული ფინალით, 13 პრემიერლიგის ტიტულითა და სერის წოდებით. კარლო ანჩელოტი – 4 ჩემპიონთა ლიგა და ყველა ტოპ ჩემპიონატი! პეპ გუარდიოლა – შესაძლოა, ისტორიაში საუკეთესო გუნდით (იგულისხმება ბარსელონა 2009-11).

ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვების რაოდენობით კი სერ ალექსი პირველია, რომელსაც 102 გამარჯვება აქვს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 26 წლის განმავლობაში იყო მწვრთნელი.

მეორე კარლო ანჩელოტია – 100 გამარჯვებით და დიდი ალბათობით, ამ სეზონშივე გაუსწრებს ფერგიუსონს.

პეპს 95 გამარჯვება აქვს და, მისი ასაკის გათვალისწინებით, რამდენიმე წლის შემდეგ სათავეში ის მოექცევა.

საინტერესოა, რომ იურგენ კლოპს ჯერ, მხოლოდ 53 გამარჯვება აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თანამედროვე რეალის წარმატების საიდუმლო: სკაუტი, რომელმაც ვარსკვლავები იპოვნა

სახალისო ამბავი: ვარის ფუნქცია გულშემატკივრის სმარტფონმა შეასრულა