in ,

სერგი კუხიანიძე: ცრემლები წამომივიდა, ძალიან ბედნიერი ვარ – ვეცდები იმედები გავამართლო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო ფანჯარას ნაყოფიერად გამოიყენებს. “ჯვაროსნები” ამხანაგურ მატჩებში რუმინეთსა და ნიდერლანდებს გაეჯიბრებიან.

აღნიშნული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ 26 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის, წყალტუბოს “სამგურალის” ახალგაზრდა შემტევი სერგი კუხიანიძეა.

კუხიანიძემ ეროვნულ გუნდში გამოძახების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„უსაზღვრო ემოციები იყო. როცა დამირეკეს და მითხრეს ეროვნული ნაკრების განაცხადში ვიყავი, ცრემლები წამომივიდა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.

როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც ყოველთვის მსურდა ვყოფილიყავი ეროვნული გუნდის წევრი და მომერგო საქართველოს ნაკრების მაისური.

სიმართლე გითხრათ, მოლოდინი არ მქონია, ნაკრებში ჩემი ადგილი რომ აღმოჩნდებოდა. უზომოდ ბედნიერი ვარ, შევეცდები, იმედები გავამართლო.

რაც შეეხება შეკრებასა და ამხანაგურ მატჩებს, დიდი იმედი მაქვს, ორივე მატჩში გავიმარჯვებთ და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ”, – თქვა სერგი კუხიანიძემ.

საქართველო ორშაბათს დაიწყებს: შემადგენლობა ჩამოიწერა – ვინ არის კუხიანიძე

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გურამ კაშია: უმცირესობებს მუდამ გვერდით დავუდგები

ბითაძის კარიერის მატჩი: ორმაგი დუბლი შარლოტის წინააღმდეგ