in

საქართველო უკრაინას რიგაში ეთამაშება

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელსაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე გასვლა უვე გარანტირებული აქვს, მომდევნო შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს. ინფორმაციას უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის G ჯგუფს 3 მოგებითა და 1 მარცხით (7 ქულა) საქართველოს ნაკრები ლიდერობს, მეორე ადგილზე 3 მატჩში, 3 მოგებით ესპანეთია. უკრაინის ნაკრები 1 მოგებით და 2 მარცხით მესამე ადგილზეა, ბოლო პოზიციას კი, 4 მარცხით ჩრდილოეთ მაკედონია იკავებს.

საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან მატჩის გარდა, ერთი მატჩიც აქვს გასამართი. ილიას ზუროსის გუნდი 4 ივლისს ახალ სპორტის სასახლეში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0