in

საქართველო-იტალიის თამაშზე ბილეთი 100 ლარი ღირს: ბორჯღალოსნების ტესტებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

პირველად 2015 წლის შემდეგ, ბორჯღალოსნები ზაფხულში სამშობლოში დარჩებიან და ქუთაისსა და ბათუმში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავენ.

3 ივლისს ქუთაისში არგენტინა XV-ს 18:00 საათზე ვეთამაშებით, 10 ივლისს პირველად ვთამაშობთ ბათუმის ახალ სტადიონზე და იტალიის ეროვნულ ნაკრებს პირველად ვიღებთ შინ! – თამაში 20:00 საათზე დაიწყება. ზაფხულის სერიას ბორჯღალოსნები 16 ივლისს ქუთაისში პორტუგალიის წინააღმდეგ დაასრულებენ. თამაში 18:00 საათზე, „აია არენაზე“ გაიმართება.

სამივე თამაშის ბილეთებიიყიდება აქ: www.tkt.ge/rugby

ბილეთების გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ განაცხადა:

„მოხარულები ვართ, რომ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა. გვაქვს იმედი, რომ როგორც ბათუმში, ასევე ქუთაისში, მეტოქეებს სავსე ტრიბუნებით დავხვდებით. სამივე თამაშს სხვადასხვა მნიშვნელობის დიდი დატვირთვა აქვს და გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. ის, რომ თამაშები ქუთაისსა და ბათუმში იმართება, დასავლეთ საქართველოში რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ველოდებით გულშემატკივრის აქტიურობას და სულმოუთმენლად ველით თამაშების სერიის დაწყებას“.

რაც შეეხება ფასებს:

საქართველო-არგენტინა XV და საქართველო-პორტუგალიის ქუთაისურ შეხვედრებზე ბილეთის ფასი 10, 15 და 20 ლარია.

აი საქართველო-იტალიის ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე კი ბილეთის ფასი საკმარისზე მაღალია: 20, 40, 70, 100 ლარი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალმა ვინისიუსს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივა!

ვინ გახდება წელს Golden Boy: ნომინანტები ჩამოწერეს