in ,

საქართველო ბულგარეთშია – ფეხბურთელებიც და ქომაგებიც: ვინ გვიმსაჯებს და როგორ ითამაშებს ბულგარეთი

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე შეხვედრას, ხვალ, 5 ივნისს, ბულგარეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

ჩვენი გუნდი გუშინ ქალაქ ვარნაში ჩავიდა, მატჩისთვის კი თამაშის მასპინძელ ქალაქ რაზგრადში ემზადება.
ვარჯიში დღეს “ლუდოგორეც არენაზეა” დაგეგმილი. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში 29 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. ​წიტაიშვილის ტრავმა საშიში არ გამოდგა და გიორგი გუნდთან ერთადაა.

ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ქართველი გულშემატკივრებიც დაესწრებიან, რომლებიც ბულგარეთში გაემგზავრნენ. ამის შესახებ ბათუმის „დინამოს“ ფან-კლუბი, „შავი ზღვის პირატები“ იუწყება. ისინი გუნდს ტრიბუნებიდან ეროვნული გუნდის ფან-კლუბთან, ქართული სპორტის ქომაგებთან ერთად გაამხნევებენ.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან საშინაო ფრის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა იასენ პეტროვმა და ცოტა ჩვენთან შეხვედრაზეც თქვა:
“იმედი მაქვს, ასე ნერვიულად და ზედმეტი სიჩქარით კვირას საქართველოსთან მაინც არ ვითამაშებთ“.

This image has an empty alt attribute; its file name is kjr_2153_0-1024x681.jpg

ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა უმსაჯებს.
მატჩის მთავარი არბიტრი ფაბიო მარესკა იქნება. 41 წლის არბიტრი 1997 წლიდან მსაჯობს, სერია ა-ში – 2016 წლიდან, ხოლო საერთაშორისო მატჩებს – 2020 წლიდან. მისი სახელი იმით დარჩება, რომ ის იყო პირველი მსაჯი, რომელმაც სერია ა-ში პენალტი ვიდეორეფერით დანიშნა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის მასპინძლები: ახალგაზრდულმა საქართველომ რუმინეთს მოუგო – ვიდეო

მბაპეზე უკეთესი: ვინ არის დრიბლინგით გამორჩეული ტოპ ევროპაში