in ,

საქართველოში ინტერის საფეხბურთო აკადემია იხსნება

საქართველოში იტალიური გრანდის, მილანის „ინტერის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნება, – ამის შესახებ „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის დირექტორმა დავით კერესელიძემ განაცხადა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა და ვიდეორგოლიც გაავრცელა.მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „ინტერს“ 19 საფეხბურთო აკადემია ჰქონდა. თბილისში კი იტალიური გრანდის მე-20 საფეხბურთო აკადემია დაფუძნდა. დავით კერესელიძემ ასევე განაცხადა, რომ 24 ოქტომბერს „ინტერი“-„იუვენტუსის“ თამაშის დროს „სან-სიროს“ სტადიონზე გამოეფინება ბანერი, სადაც დადასტურდება „ინტერის“ საქართველოსთან თანამშრომლობა.

„ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის სპორტული კლუბი დიღომში მდებარეობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკი“ იყო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია ტრავმირებულია:თოკო რამდენიმე მატჩს გამოტოვებს

კვარაცხელიამ ჩაშლილი ტრანსფერის გამო გლოვა უნდა შეწყვიტოს