in

საქართველოს ჯგუფში ესპანეთმა სკანდალურ კოსოვოს მოუგო და ერთპიროვნულად გალიდერდა

საბერძნეთი-საქართველოს მატჩის პარალელურად, სევილიაში, ოლიმპიურ სტადიონზე ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა კოსოვოს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს

ესპანელებმა, საქართველოსთან მატჩის მსგავსად, მაინცდამაინც დამაჯერებლად ვერ ითამაშეს, მაგრამ უფრო მაღალი კლასისა და საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე დაამარცხეს მეტოქე. “ფურია როხამ” 2 გოლი 2-წუთიან მონაკვეთში გაიტანა. მატჩში ანგარიში დანი ოლმომ გახსნა. ესპანელთა უპირატესობა ორ ბურთამდე კი ფერან ტორესმა გაზარდა.

კოსოვომ მეორე ნახევარში ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. უნაი სიმონის შეცდომით ბესარ ჰალიმიმ ისარგებლა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, ჟერარდ მორენომ დააფიქსირა

ესპანეთი – კოსოვო 3:1

სევილია. ოლიმპიური სტადიონი

1:0 ოლმო (34) 2:0 ტორესი (36) 2:1 ჰალიმი (70) 3:1 მორენო (75)

ესპანეთი: სიმონი, ლორენტე, გარსია (86. რამოსი), მარტინესი, ალბა, პედრი (68.რუისი), ბუსკეტსი (82. როდრი), კოკე, ტორესი, ოლმო (82. კანალესი), მორატა (68. მორენო)

კოსოვო: უჯკანი, ალიტი, დრესევიჩი, ვოივოდა, კოლოლი (57. ზენელი), კრეიზიუ, ჰალიმი (82. ვოკა), ჰადერგონაი, სელინა, მურიქი, რაშიცა(55. კასტრატი)

აღსანიშნავია, რომ მატჩს წინ სკანდალი უძღოდა. ესპანეთი არ აღიარებს კოსოვოს (როგორც საქართველო). ესპანელებმა მეტოქე არც ამჯერად მოიხსენიეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
ადრე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერა, რომ “ფურია როხა” შესარჩევ მატჩებს იწყებდა საბერძნეთთან, საქართველოსთან და კოსოვოს ტერიტორიასთან მატჩებით. კოსოვოს ფედერაცია დაიმუქრა, რომ არ ჩავიდოდა სათამაშოდ თუ მათი იდენტურობა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, არ იქნებოდა აღიარებული.

საბოლოოდ, როგორც ხედავთ, კოსოვო ჩავიდა და არაღიარების მიუხედავად მაინც ითამაშა.

ესპანეთის ნაკრებს 7 ქულა მოუგროვდა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე 6 ქულით შვედეთია, მარგამ შვედებს 2 მატჩი აქვთ ჩატარებული. შემდეგ მოდიან – სააბერძნეთი – 2 ქულა, საქართველო – 1 ქულა, კოსოვო – 0 ქულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს უკვე ნამეტანია… სიტი ჰაალანდს დაუჯერებელ ხელფასს აძლევს

საბერძნეთის კაპიტანი: ქართველები უკეთ გამოიყურებოდნენ