in ,

საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. IFFHS-მა ახლახან დაიწყო პროექტი – “ყველა დროის ოცნების გუნდები”. საერთაშორისო ფედერაცია ქვეყნების სიმბოლურ გუნდებს ლათინური ანბანის მიხედვით ასახელებს. მაგალითად, იტალიის ყველა დროის გუნდი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ყველა დროის ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან ვერავინ მოხვდა. მეტიც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან სიაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია – კახა კალაძე. დანარჩენები კი ძველი, საბჭოთა პერიოდიდან არიან. სიაში არც გიორგი ქინქლაძეა დაარც ეროვნული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე.

მაშ ასე, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება.

საქართველო (4-3-3): ანზორ კავაზაშვილი – რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე – თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია – სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსა და ბოკა მარადონას თასზე ითამაშებენ: მატჩი ლეგენდას მიეძღვნება

ოქროს ბურთს მესი აიღებს: არგენტინელი ჯერჯერობით სიაში პირველია