საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას ქალაქ გრონინგენში გამართავს.
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც პლეი ოფის ორი საგზურისთვის ასევე იბრძოლებენ: ესპანეთი, აზერბაიჯანი და ბოსნია-ჰერცეგოვინა.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიდერლანდებში 17 ფეხბურთელით გაემგზავრა, სამატჩო განაცხადში კი 14 მოთამაშე იქნება. მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე, გრონინგენის “მარტინი პლაზა” 22 იანვარს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქე აზერბაიჯანი იქნება. თამაში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ყველა მატჩის რეპორტაჟს საქართველოს “პირველი არხი” წარმოადგენს.
GIPHY App Key not set. Please check settings