in ,

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური სპონსორი ყავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური სპონსორი ყავს. მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ„ რუსული VTB ბანკის სპონსორობაზე უარი თქვა მოლაპარეკები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობდა და საბოლოოდ არჩევანი საქართველოს ბანკზე შეჩერდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფი გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანიაა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთანამშრომლობის ხუთწლიან მემორანდუმს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.

“დღეს, ბედნიერი დღეა ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ დღეიდან ეს ჩვენი მეგობრობა იქნება წარმატებული და დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში ქართული ფეხბურთის მეტად განვითარებას.”–თქვა ლევან კობიაშვილმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აი მესის მაგია: პსჟ-მ ფული იშოვა – საიდან და როგორ

გიორგი ბერიძე უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურში მოხვდა