27 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ისტორიული მატჩი უწევს: ბორჯღალოსნების 250-ე თამაში გაიმართება. და რა დაემთხვა: ჩვენი ლომები რუსებს შეერკინებიან დინამო არენაზე!
ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. ამ ეტაპზე იყიდება მხოლოდ ონლაინ გვერდზე: www.tkt.ge/rugby
ბილეთის ფასი: 5, 10, 15, 20 და 25 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, თამაშზე გულშემატკივრების მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings