in ,

საქართველოს ნაკრების პირველი მატჩიდან 32 წელი გავიდა

დღეს, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა. 32 წლის წინ, 1992 წლის 27 მაისს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველი შეხვედრა გამართა.

დინამოს სტადიონზე ჩვენმა ნაკრებმა ლიეტუვას უმასპინძლა და უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მას “დინამოზე” 55 000 გულშემატკივარი დაესწრო.

შეხვედრაში ანგარიში ლიეტუველებმა გახსნეს. მე-12 წუთზე გოლი არმინას ნარბეკოვასმა გაიტანა. ანგარიში 62-ე წუთზე გია გურულმა გაათანბრა და საქართველოს ნაკრების ისტორიში პირველი გოლის ავტორი გახდა. 66-ე წუთზე ვირგინიუს ბალტუსნიკასმა ლიეტუველები ისევ დააწინაურეს. მატჩის 81-ე წუთზე კი, მატჩის საბოლოო ანგარიში კახა კაჭარავამ დააფიქსირა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალახვერდოვი ნახევარფინალში გავიდა და ევროპის ჩემპიონატზე მედალი გაინაღდა

ბერნარდესკი ნაპოლიში?