უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის საუკეთესო გოლი გამოავლინა.
ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი გახდა „მანჩესტერის“ შემტევი მეისონ გრინვუდი, რომელმაც მაკრატელა გაუტანა „იან ბოიზს“ (1:1).
ხმის მიცემაში ასევე მონაწილეობდნენ „რეალის“ ფორვარდი მარკო ასენსიო (გოლი „ინტერის“ კარში – 2:0), „ზენიტის“ ნახევარმცველი მაგომედ ოზდოევი („ჩელსის“ კარში გატანილი გოლი – 3:3) და კილიან მბაპე (გოლი „ბრიუგესთან“ – 4:1).
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings