in

საოცარი სეზონი აქვს, მენტალურადაც ძალიან არის გაზრდილი: მამარდაშვილის ყოფილი მწვრთნელი

21 წლის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის ესპანური ზღაპარი გრძელდება. გიორგიმ ლა ლიგის პირველივე სეზონში დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მეკარეა და მშვენიერი პრესაც აქვს.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა. სამჯერ ითამაშა კოპა დელ რეიზეც, მათ შორის ფინალში, “ლა კარტუხაზე” “ბეტისის” წინააღმდეგ და კარგი სეივებიც ჰქონდა. გიორგი პენალტის აღებასთანაც ძალიან ახლოს იყო.

ამ წარმატებული სეზონის შემდეგ, მამარდაშვილით რამდენიმე უცხოური კლუბიცაა დაინტერესებული, მათ შორის ინგლისის პრემიერლიგის კლუბები.

გიორგი მამარდაშვილის პირველი ესპანური სეზონის შეჯამება თბილისის “დინამოს” აკადემიის მეკარებიის მწვრთნელს, მამარდაშვილს ყოფილ მწვრთნელს რევაზ ნაჭყეპიას ვთხოვეთ.

“გიორგის წლევანდელი სეზონი იმდენად შთამბეჭდავია, არც კი ვიცი რა ვთქვა. მხოლოდ, ერთ სიტყვას ვიტყვი – ფენომენალური! ამ ასაკში, ამ დონის ჩემპიონატში, ამ დონეზე თამაში და რაც მთავარია სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში, ნიდერლანდების ნაკრების ნომერ პირველი მეკარის მეორე პლანზე გადაწევა ძალიან რთულია, მენტალური თვალსაზრისითაც ძალიანაა გაზრდილი. მჯერა გიორგი ამაზე არ გაჩერდება”, – გვითხრა რევაზ ნაჭყეპიამ.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0