in

სანდრო მამუკელაშვილი: კარგი მსმენელი ვარ –იანისი ყოველთვის მზადაა რჩევა მომცეს და მისგან ბევრს ვსწავლობ

გამთენიისას, Nba-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი “მილუოკი ბაქსი” “ტორონტო რეპტორს” დაუპირისპირდა და 111:117 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს. ლიდერების არ ყოფნაში ქართველ ფორვარდს დიდი სათამაშო დრო მიეცა და ეს შანსი კარგადაც გამოიყენა. მამუკელაშვილმა 22 წუთში 10 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +7 იყო.

ვიდეო: სანდრო მამუკელაშვალის ბრწყინვალე მატჩი

სანდრო განსაკუთრებით ბრწყინვალე იყო პირველ მეოტხედში, როდესაც “მამუმ” მეტოქის კალათში 8 ქულა მოათავსა.

შესვენებაზე ქართველმა კალათბურთელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა

“იანისისგან ძალიან ბევრს რამეს ვსწვალობ. როცა იგი ცემს გვერდითაა მუდმივად ცდილობს ცოდნა და გამოცდილება გამიზიაროს. კარგი მსმენელი ვარ და ეს ძალიან მეხმარება. იანისი ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. იგი მატჩების დროსაც კი მასწავლის, რა როგორ გავაკეთო.”-თქვა სანდრომ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიაში არ შეუშვეს – ავსტრალიის ღია პირველობა ნოვაკის გარეშე ჩაივლის

საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა