საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს. მეორე მატჩი 5 სექტემბერს, სტუმრად, ბადახოსში, ესპანეთის წინააღმდეგ შედგება, 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სოფიას ვასილ ლევსკის სტადიონზე, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.
მომავალი მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადი დაასახელა, შემადგენლობის 26 წევრიდან, 5 დებიუტანტია, მათ შორის, 4 საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან: საბა ხვადაგიანი (დინამო,თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი) და გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი).
ნაკრებში გამოძახების შემდეგ, სანდრო ალთუნაშვილმა კომენტარი გააკეთა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
“ძალიან გამიხარდა. ნაკრებში მოხვედრა ხომ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ორმაგად სასუხარულოა გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა, რადგან ნაკრებში ამ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა.”-თქვა სანდრო ალთუნაშვილმა
GIPHY App Key not set. Please check settings