in

საზონოვის შემდეგ მარადიშვილიც?

ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა საბა საზონოვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე თავის ტელეგრამ-არხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ივარაუდა, რომ ამას მოსკოვის “ლოკომოტივის” 22 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილიც გააკეთებს:


“რაც მოხდა, აქ კითხვები არ არის (ნორმალური ადამიანებისთვის), მაგრამ არის კითხვა იმასთან დაკავშირებით – როგორ.


ის, რომ “დინამოს” მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრების ვარიანტს განიხილავს, მე ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს მოვისმინე. ინსაიდერებმა არ დამაღალატეს.


რაც საზონოვმა გააკეთა – აბსოლუტურად გასაგებია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო. ამის უფლება ჰქონდა. რუსეთისაზე უარი თქვა.

ამიტომ მოცემულ მომენტში მისი ფასი 0-ის ტოლია (გავიმეორებ, მე სპორტულ და ფეხბურთზე). ზღვასთან ამინდის ლოდინს აზრი არ აქვს. ის არ იქნება – ამინდი. ევრო 2024 არ იქნება. ბოსნიასთან მატჩი 95%-ით არ იქნება. თვით ყირგიზეთთანაც პრობლემაა… ფეხბურთელმა კი უნდა ითამაშოს. ნაკრებში, მათ შორის. მით უმეტეს, საქართველო ერთა ლიგის ცეცხლშია (10 ქულა 4 მატჩში) და ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ.

მაგრამ არის კითხვა იმის თაობაზე, ეს ყველაფერი როგორ გაკეთდა. ნუთუ არ შეიძლებოდა მწვრთნელისთვის დაერეკა? თუ თავად საბას არა, მის აგენტს. რა არის ამაში დასაძრახი? სრულიად უადგილო რეპუტაციული დანაკარგი…

P.S. შემდეგი, ჩემი მონაცემებით – მარადიშვილი…”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0