in

რუსმა ისე ირონიულად ჩამძახა გამარჯობაო, ის ხელი კინაღამ მოვამტვრიე: ლევან საგინაშვილი

საქართველოში მკლავჭიდი თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ეს ყველაფერი კი, ლევან საგინაშვილის (ქართველი ჰალკი) დამსახურებაა. 32 წლის მკლავჭიდელი მოყვარულებს შორის მსოფლიოს 7-გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონია. ყველაზე დიდი წარმატება კი, რომლითაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, 2019 წელს მოგებული Top 8-ს ტურნირია. შეჯიბრის ფინალურ შეხვედრაში ლევანმა რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა.

Sport4me.ge ლევან საგინაშვილს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ვარჯიში პანდემიის პირობებში

პანდემიამ ყველა სფეროს დაატყო თავისი კვალი, მათ შორის მკლავჭიდსაც. რამდენიმე ტურნირზე მქონდა გამოსვლა დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის გამო ჩაიშალა. სპორტული დარბაზებიც დაკეტილი იყო, ამიტომაც ვარჯიშები ჭირდა, მაგრამ შეძლებისდაგავარად ვცდილობდი ფორმის შენარჩუნებას.

შეხვედრა ვიტალი ლალეტინთან და top 8

მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი რომ გავხდი, ეს სამოყვარულო ტურნირებია. სულ ჰქონდათ იმის განცდა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ ჰალკი სამოყვარულო მსოფლიო თასებს იგებს და პროფესიონალურ მკლავჭიდში ვერაფერს იზამსო, მაგრამ გავედი და ყველა დამაჯერებლად დავამარცხე.

ვიტალი ლალეტინთან შეხვედრას რაც შეეხება, შეხვედრის წინ საკმაოდ იმედიანად იყო განწყობილი და თავიდან იმან გადამძალა. საწყისი გადაძალვისას ირონიულად ჩამძახა, გამარჯობაო და ამაზე ისე გავბრაზდი ხელი კინაღამ მოვამტვრიე.

ხალხის დამოკიდებულება

აქამდე მსოფლიო ჩემპიონატებს რომ ვიგებდი, არანაირი ყურადღება არ ყოფილა. ტურნირებზე მივდი-მოვდიოდი და აეროპორტში მარტო მამაჩემი მხვდებოდა (იცინის). ახლა კი, ხალხის ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. რამდენიმე ძლიერი სპონსორიც გამომიჩნდა.

სამომავლო გეგმები

ზაფხულამდე არანაირი ტურნირი არ არის. ივნისში ისევ top 8 იქნება და მივიღებ მონაწილეობას.

რჩევა დამწყებ სპორტსმენებს

არასდროს დანებდნენ. სპორტსმენისთვის ცნობადობით და კარგი პირობებით არ განისაზღვრება წარმატება. არასდროს დანებდნენ, რადგან ყოველ დამარცხებას, აუცილებლად გამარჯვება მოსდევს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ძლიერები არასდროს ჩერდებიან – მესი, სერენა და ჟესუსი რეკლამაში ერთად გადაიღეს

ვიდეო: მერაბ დვალიშვილმა კედელი არ დაინდო