in ,

როცა რეალთან მოგების გეშინია – XXXII ტური

“რეალმა” კიდევ ერთი რთული და ხმაურიანი ქამბექი მოახერხა, რაც დიდი ალბათობით დაუფასდება და საჩემპიონო ზეიმსაც მოიწყობს. აწი მადრიდელების დაწევა ძალიან გაუჭირდება “ბარსას”. სევილიაში ქულების დაკარგვის იმედად ყოფნა ნამდვილად შეიძლებოდა და ყველაფერი სწორედ “ბარსას” სცენარით მიდიოდა, მაგრამ ბოლოს “რეალმა” ისევ “ირეალა”.
მოკლედ, პირველი ტაიმი მასპინძლებმა სოლიდური 2:0-ით მოიგეს (რაკიტიჩი, 21, ლამელა, 25). მეორე ნახევარში ანჩელოტის შეცვლები დაუფასდა. მაშინვე შეუშვა როდრიგო, ხოლო 81-ეზე ნაჩო. როდრიგომ შესვლიდან 5 წუთში (50-ე წთ), ხოლო ნაჩომ 2 წუთში (83-ე წთ) გაიტანეს. ბოლოს კი ისევ ბენზემამ გამოიდო თავი, წამატებულ დროში, 92-ე წუთზე შეაგდო და “რეალს” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
უნდა ითქვას, რომ 1:2-ზე ვინისიუსს გოლი არ ჩაუთვალეს, მთელი 4 წუთი გაიწელა გადამოწმება და ბოლოს ხელზე თამაში დაუფიქსირეს. გარდა ამისა, სევილიელებს მიაჩნიათ, რომ კამავინგა გასაგდები იყო.
ასეა თუ ისე, ამ წუთისთვის “რეალი” “ბარსას” მთელი 15 ქულით უსწრებს. მართალია კატალონიელებს ორი თამაში თადარიგში აქვთ (ერთს დღეს თამაშობენ), მაგრამ ამხელა სხვაობის დაქაჩვა 6 ტურით ადრე მაინც რთულია.

მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში ქულები დაკარგეს ერთმანეთში მოთამაშე “ბეტისმა“ და „სოსიედადმა“ (ფრე), იგივე ემუქრებოდა „ატლეტიკოსაც“. 71-ე წუთიდან 10 კაცით მოთამაშე ათლეტებმა მალევე გაუშვეს გამათანაბრებელი ბურთი, თავად კი ვერ იტანდნენ, მაგრამ კარასკომ (დუბლი შეასრულა) გადამწყვეტი გოლი… 90+10 წუთზე პენალტით გაიტანა. ამის გამო “ატლეტიკო” მდევარ “ბეტისს” 3, ხოლო “სოსიედადს” 5 ქულით დაუსხლტა და 60 ქულით გაუთანაბრდა “სევილიას” და დღეს საღამომდე “ბარსელონასაც”.

“ატლეტიკომ” ამ სეზონში 10 ქულა მოიპოვა 90-ე წუთის მერე გატანილი გოლების გამო. ამაზე მეტი არავის აქვს.

“ატლეტიკომ” ზედიზედ 4 მატჩში ვერ მოახერხა პირველ ტაიმში გატანა.

2020/21 წლების სეზონიდან ყველაზე მეტი, 16 პენალტი დაარტყა და 14 გაიტანა “ვალენსიელმა” კარლოს სოლერმა, რაც 87%-ია. თუმცა უკეთესი პროცენტი “ვილიარეალის” ჟერარდ მორენოს აქვს – 92%, რომელმაც 12-დან 11-ჯერ დაარტყა ზუსტად.

ამ მორენომ “ხეტაფესთან” გასვლაზე 4 მატჩში 5 გოლში მიიღო მონაწილეობა – 3 გოლი და 2 პასი.

ისტორიაში პირველად “სელტამ” ზედიზედ 2 თამაში მოუგო სტუმრად “ატლეტიკს”.

„რეალმა“ ბოლო 8-დან 7 მატჩი მოიგო ჩემპიონატში. ეს ერთადერთი წაგება „ბარსელონასთანაა“.

ბენზემამ ლა ლიგაში „რეალის“ მაისურით 217-ე გოლი გაიტანა და დი სტეფანოს გაასწრო. ფრანგზე მეტი რონალდოს და რაულს აქვთ გატანილი.

ბენზემამ ამ სეზონის 39 მატჩში 39 გოლი გაიტანა.

ბენზემამ პირადი რეკორდი დაამყარა, ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანა.

“რეალმა” პირველმა მოუგო “სევილიას” მის სტადიონზე.

ნაჩო: “ფუნდამენტური გამარჯვება მორალურ დონეზე”.

ლოპეტეგი: „რეალს“ 10 კაცით უნდა ეთამაშა, თუმცა მეორე ტაიმში უკეთესი იყო. „სევილიას“ მოგების შეეშინდა“.

ანჩელოტი: „ამ გუნდს განსაკუთრებული რაღაცეები შეუძლია. ყველა ელოდება ჩვენ ფეხის დაცდენას“.

ლა ლიგა – XXXII ტური

სოსიედადი – ბეტისი 0:0
ელჩე – მალიორკა 3:0
ალავესი – რაიო ვალეკანო 1:0
ვალენსია – ოსასუნა 1:2
ხეტაფე – ვილიარეალი 1:2
გრანადა – ლევანტე 1:4
ატლეტიკო – ესპანიოლი 1:1
ბილბაო – სელტა 0:2
სევილია – რეალი 2:3

ორშაბათი, 18 აპრილი
ბარსელონა – კადისი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

As.com: პენალტის აღებასთან ძალიან ახლოს იყო

გოჯუ-რიუ კარატეში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა