დაასახელეს 2023 წლის ყველაზე პოპულარული სპორტსმენები Google-ში ძიების მიხედვით.
საძიებო სისტემაში მოთხოვნით პირველ ადგილზე აღმოჩნდა „ბუფალო ბილსის“ (ამერიკული ფეხბურთი) მოთამაშე დამარ ჰემლინი, რომელსაც იანვარში მატჩის დროს გული გაუჩერდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/12/image-1024x576.jpg)
მეორე ადგილზე გავიდა პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე. სამეულს ასრულებს ამერიკული ფეხბურთის „კანზას სიტის“ მოთამაშე ტრევის კესლი.
მეოთხე გახდა ნბა-ს „მემფისის“ სკანდალური კალათბურთელი ჯა მორენტი. მეხუთეა „ბაიერნის“ ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მე-6-7 ადგილები დაიკავეს ჩოგბურთელებმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და კარლოს ალკარასმა.
ძებნაში მე-8 ადგილზეა ახალზელანდიელი კრიკეტისტი რაჩინ რავინდრა. მე-9 პოზიცია დაიკავა მისმა ინდოელმა კოლეგა შიბმან გილიმ.
ათეული დაასრულა ნბა-ს „დალასის“ მცველმა კაირი ირვინგმა.
GIPHY App Key not set. Please check settings