in ,

რონინიო: საქართველო მიყვარხარ!

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ორი შეხვედრის მოგებით რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა და 1/4 ფინალში უძლიერესს რუსეთსაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

წლებია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნატურალიზირებული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონინიო, რომელიც უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს და მას ქართველი მეუღლე ჰყავს. ასევე, იგი ქართულადაც ძალიან კარგად საუბრობს.

რონინიომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

“დიდი მადლობა საქართველო იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის საშუალება მომეცი. ამ ტურნირმა ჩენს ნაკრებს უდიდესი გამოცდილება მისცა. დღეს, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ,მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემი თითოეული თანაგუნდელით ზალიან ვამაყობ და დარწმუნებული ვარ, ასეთ ტურნირზე კიდევ არაერთხელ ვიასპარეზებთ. საქართველო მიყვარხარ!”-ერს რონინიო სოციალურ ქსელში

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მონპელიეში ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

გუგეშაშვილის დებიუტი აზერბაიჯანის თასზე: ლუკამ შესაძლოა მარსელთან ითამაშოს