„ალ ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიაში სახლის გაჭიანურებული მშენებლობის გამო მეზობლები გააცოფა, იტყობინება OK Diario.
სამშენებლო მოედანი ქალაქ ქაშქაიში მდებარეობს, ლისაბონიდან 20 კმ-ში. ამასწინათ მშენებლობის ვადამ 2024 წლამდე გადაიწია.
„სახლის მშენებლობა მინიმუმ კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდება. უკვე ყელშია!“ – წერს OK Diario ერთ-ერთი მეზობლის სიტყვებს.
„მშენებლობისთვის სამი წელიწადი იყო. სახლი იმხელაა, რომ საავადმყოფოს ჰგავს. ჩემი ქუჩა თვეობით იყო გადაკეტილი, ჩემი ბაღი მტვრითაა სავსე. ყველაფერი ფარაონ რონალდოს „პირამიდის“ გამო“, – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/11/img_828x5232022_07_14_21_01_47_312629.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings