კრიშტიანო რონალდო პირველ დივიზიონში ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
პორტუგალიელმა შესაძლოა მის მთავარ მიზანს მიაღწია. ახლა ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია!
სხვადასხვა უმაღლეს ლიგაში – პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია ა, პორტუგალიის ჩემპიონატი და ახლა საუდის არაბეთის პროლიგა – რონალდოს კოლოსალური, 527 გოლი დაუგროვდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე წინა რეკორდსმენის შედეგი: ავსტრო-ჩეხმა ფეხბურთელმა იოზეფ ბიცანმა (1931-2001) 526 გოლი გაიტანა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/11/t4mkKzTeAU.jpg)
მარტო „ალ ნასრიში“ რონალდომ 37 მატჩში 32 გოლი გაიტანა და ეს 11 თვეში გააკეთა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ბოლო შეხვედრაში, როდესაც კრიშტიანომ დუბლი შეასრულა, „ალ ნასრი“ საბა კვირკველაის „ალ ახდუდს“ შეხვდა და 3:0 მოუგო.
ვიდეო: კვირკველია რონალდოს წინააღმდეგ – როგორ ითამაშა საბამ
GIPHY App Key not set. Please check settings