კრიშტიანო რონალდომ სანაკრებო დონეზე უნიკალური რეკორდი დაამყარა თავისი ასაკის გათვალისწინებით.
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ევრო 2024-ის შესარჩევის შეხვედრაში, 46-ე წუთზე ლიხტენშტეინს გაუტანა (2:0). ეს მისი მე-10 გოლია ნაკრებში 38 წლის ასაკში. ასეთი რამ არავის გამოსვლია.
კრიშტიანო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციოს ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში. მან თავისი მე-10 გოლით რომელუ ლუკაკუს გაუსწრო.
ახლა რონალდოს ანგარიშზე 41 გოლია შესარჩევის 43 მატჩში. ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია.
კრიშტიანომ ნაკრებში 128-ე გოლი გაიტანა და რეკორდი გაანახალა. ის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 22 გოლით უსწრებს ლეო მესის.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
კრიშტიანომ 2023 წელს 46-ე გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე კლუბსა და ნაკრებში. ის მესამე ადგილზეა და ჩამორჩება ჰოლანდს (48 გოლი) და ჰარი ჯეინს (47).
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/11/library_upload_21_2023_11_996x664_portugal-ge-1_9aae093.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings