საუდის არაბეთის კლუბი მზადაა ასობით მილიონი ევრო დახარჯოს კრიშტიანო რონალდოს გამო.
TVI და CNN Portuguesa-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა კლუბმა „მანჩესტერის“ ფეხბურთელის გასაფორმებლად 300 მლნ ევროს გადახდა შეთავაზა.
აქედან 250 მლნ-ს ორწლიან კონტრაქტზე გაიღებენ (125 მლნ წლიურად), ხოლო 30 მლნ სატრანფერო თანხაა, 20 მლნ – აგენტების საკომისიო.
As აღნიშნავს, რომ 37 წლის პორტუგალიელი ალბათ არ მიიღებს ამ წინადადებას. რონალდოს სურს, რომ მინიმუმ 1 წელი მაინც დარჩეს ტოპ ევროპულ ლიგაში.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings