in

რონალდომ „მილიარდერების კუნძულზე“ ელიტური რაღაც იყიდა

კრიშტიანო რონალდომ დუბაიში „მილიარდერების კუნძულზე“ ელიტური უძრავი ქონება შეიძინა.

Record.pt ეყრდნობა Bloomberg Línea-ს და წერს, რომ „ალ ნასრის“ ფეხბურთელმა უძრავი ქონება ჯუმეირა ბეის (Jumeirah Bay) კუნძულზე იყიდა, რომელიც „მილიარდერების“ კუნძულად“ არის ცნობილი. რონალდო შეძენილ ქონებას წლის განმავლობაში მიიღებს.

ჯერჯერობით უცნობია კრიშტიანოს მიერ შეძენილი უძრავი ქონების დანიშნულება და ფასი, თუმცა როგორც ამბობენ, ის ათეულობით მილიონი ევრო ღირს.

სახელწოდება „მილიარდერების კუნძული“ უკავშირდება იმას, რომ იქ ძალიან ბევრი მილიარდერი ცხოვრობს – უფრო მეტი, ვიდრე გაერთიანებული საემიროების ნებისმიერ სხვა ადგილზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: როგორ შეხვდნენ მიქაუტაძეს გულშემატკივრები – მეცმა ქართველზე მაგარი ტრანსფერი დაატრიალა

2023 წლის სიმბოლური ნაკრები: მესის აქ რაღა უნდა