in

რომას ქამბექი ამსტერდამში და დამაჯერებელი მანჩესტერი – ევროპალიგის 1/4 ფინალი

გუშინ რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა ამსტერდამში გამართული შეხვედრა, რომელშიც “აიაქსი” იტალიურ “რომასთან” 1:2 დამარცხდა. “აიაქსმა” ანგარიში პირველი ნახევარში კლაესენის გოლით გახსნა და ტაიმიც მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარი “გლადიატორებმა” უკეთ ჩაატარეს და განმეორებით მატჩს სოლიდური უპირატესობით ხვდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ანგარიში 1:0 იყო, ამსტერდამელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დუშან ტადიჩმა პენალტი ვერ გაიტანა.

აიაქსი რომა 1:2

იოჰან კრუიფის არენა. ამსტერდამი

1:0 კლაესენი (38) 1:1 პელეგრინი (58) 1:2 იბანეზი (87)

“აიაქსი”: შერპენი, რენშჩი, ტიმბერი, მარტინესი, ტალიაფიკუ, ალვარესი, კლაესენი, გრავენბერჩი, ენტონი, ნერეში, ტადიჩი

“რომა”: ლოპესი, მანჩინი, კრისტანტე, იბანეზი, პერესი, დიავარა, ვერეტაუტი, სპინასოლა, პელეგრინი, პედრო, ძეკო

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ესპანეთში “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც “გრანადა” 2:0 დაამარცხა. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა სულშერის გუნდი ევროპა ლიგის ნახევარფინალშია.

გრანადა მანჩესტერი 0:2
ესტადიო ლოს კარმენესი. გრანადა

0:1 რაშფორდი (31) 0:2 ბრუნო ფერნანდეში (90)

“მანჩესტერი”: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, მაკტომინეი, პოგბა, ჯეიმსი, ფერნანდეში, რაშფორდი, გრინვუდი

ვიდეო: გრანადაში შიშველი ფანი მოედანზე შევარდა

სულშერი: „სამი დისკვალიფიკაცია გვაქვს, მატჩი იდეალური არ ყოფილა. ესპანეთში რთულია თამაში“.

ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერში“ ყოფნის 14 თვეში 20 პენალტი დაარტყა, 19 გაიტანა.

რაშფორდმა მე-8 გოლი გაიტანა ევროთასებზე ამ სეზონში, რითაც თვით რონალდოს რეკორდი გაიმეორა.

მორიგი სენსაციური შედეგი შემოგვთავაზა პრაღის “სლავიამ”, რომელმაც გასვლით მატჩში სულ ბოლოს “არსენალს” ფრე გამოგლიჯა და დიდი შანსი აქვს ზედიზედ მესამე ბრიტანული გუნდი გააგდოს ევროპა ლიგიდან.

არსენალი – სლავია 1:1
ემირატესი, ლონდონი

1:0 ნიკოლას პეპე (86) 1:1 ჰოულსი (90)

“არსენალი”: ლენო, ბელერინი, ჰოლდინგი, გაბრიელი, სოარეში, ტომასი, ჯაკა,საკა, სმიტ-როუ, უილიანი, ლაკაზეტი

არტეტა: „თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ საკუთარი თავი თავად დავაღალატეთ“.

„არსენალი“ ვერ იგებს 4 მატჩია – 2 წაგება და 2 ფრე.

და კიდევ: მატჩის დაწყებამდე “სლავიას” ფეხბურთელები მუხლზე არ დამდგარან.

კიდევ ერთმა ესპანურმა გუნდმა “ვილეარეალმა” კი სტუმრად ზაგრების “დინამო” 1:0 დაამარცხა.

განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები 15 აპრილს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გრანადაში შიშველი ფანი მოედანზე შევარდა

თავს გაგიტეხავ: გია გრიგალავა შარშია – ქართველ ფეხბურთელს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება